,,მე, უნიჭო და გახრწნილი რეჟისორი კედელთან მიმაბჯინეს და დამხვრიტეს” – რას პასუხობს რობერტ სტურუა სპექტაკლის კრიტიკას

,,მე, უნიჭო და გახრწნილი რეჟისორი კედელთან მიმაბჯინეს და დამხვრიტეს" - რას პასუხობს რობერტ სტურუა სპექტაკლის კრიტიკას12 მარტს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის 100 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებს რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი ,,ბედი ქარ­თლი­სა” წა­რუდ­გი­ნეს. ისტორიკოსების შოკი, სამარცხვინო, უგემოვნო, შეურაცხმყოფელი – ასეთი კომენტარები გააკეთეს ისტორიკოსებმა და თეატრთმცოდნეებმა სპექტაკლის ნახვის შემდეგ.

მათ რობერტ სტურუამ ფეისბუქით უპასუხა:

,,ყვარ­ყვა­რეს” გამო და­ჭე­რით მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ; ,,კავ­კა­სი­უ­რის” გამო – მხსნიდ­ნენ; ,,რი­ჩარ­დმა” ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლე­ბი გაგ­ზავ­ნა მოს­კოვ­ში, ЦК-ში და КГБ-ში; ,,ლურ­ჯი ცხე­ნე­ბი” – ამიკ­რძა­ლეს;

ინ­ტერ­ვიუ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე და – ,,თა­ვი­სუფ­ლე­ბის” ბე­ლად­მა, ვინ­მე სოვ­და­გარ-სა­ა­კამ გა­მაგ­დო;

,,არა­ის­ტო­რი­ულ­მა ამ­ბავ­მა” – ვი­თომ აღ­შფო­თე­ბუ­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი და­ამ­შვი­და და ბედ­ნი­ე­რებ­მა ია­რაღს სტა­ცეს ხელი და ნა­ცე­ბის და ,,თა­ვი­სუფ­ლე­ბის” ბრძა­ნე­ბით მე, უნი­ჭო და გახ­რწნი­ლი რე­ჟი­სო­რი კე­დელ­თან მი­მაბ­ჯი­ნეს და გემ­რი­ე­ლად დ ა მ ხ ვ რ ი ტ ე ს!

ჩემო ცა­ფი­რუზ­ზურ­მუხ­ტო, ტკბი­ლად გა­აგ­რძე­ლე უბად­რუ­კი ძილი!”.