რობერტ სტურუას სპექტაკლს სამარცხვინო, უგემოვნო და შეურაცხმყოფელი უწოდეს

რობერტ სტურუას სპექტაკლს სამარცხვინო, უგემოვნო და შეურაცხმყოფელი უწოდეს12 მარტს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის 100 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებს რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი ,,ბედი ქარ­თლი­სა” წა­რუდ­გი­ნეს. ისტორიკოსების შოკი – ასეთი კომენტარები გააკეთეს ისტორიკოსებმა და თეატრთმცოდნეებმა სპექტაკლის ნახვის შემდეგ.

,,რადიოთავისუფლებაზე” გოგი გვახარიას გადაცემის სტუმრებმა ლაშა ბაქრაძემ და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა სპექტაკლზე ისაუბრეს.

ლაშა ბაქარაძე:  ეს არ იყო პათეტიკური ან გადატყლარჭული წარმოდგენა. ეს იყო კეთილსა და ბოროტის მიღმა.  უგემოვნობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ცრემლიც მომადგა, ეს უმნიშვნელოვანესი თეატრი რომ ამ დონემდე დავიდა. ნუთუ არავინ გამოჩნდა, რომ ეთქვათ რეჟისორისთვის, რომ ასეთ ტოტალურ უგემოვნებას აჩვენებს და ეს ადამიანების შეურაცხყოფაა. იქ ვნახეთ  პრიმიტიულ დონეზე გაკეთებული კლიშეები. არც ერთი დეტალი არ იყო, რომ გეთქვა – ნუ, ჰოო, ან არ გამოუვიდა. არა! წარმოუდგენლად დიდი უნიჭობის შედეგი ვნახეთ. ასე დეგრადირდეს ქართული თეატრი, მართლა შოკისმომგვრელია. სიტყვებს ვეძებ, რომ აღვწერო ის, რაც იყო.

იყიდეთ, იყიდეთ ყველამ ტაში, ძალია თავშეკავებული იყო. დარბაზი შეფასებაში ერთსულოვანი იყო. არა მგონია, რომ იქ ვინმეს სპექტაკლი მოეწონა.

გიორგი კანდელაკი, პარლამენტარი: სპექტაკლი სავსეა კლიშეებით, საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი ურაპატრიოტული  სადღეგრძელოებით, მუსლიმებისთვის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით… ეს დიპლომატიურ დონეზე თავის მოჭრა გახლდათ…

ირაკლი ხვადაგიანი: მუსლიმი სასულიერო პირები გვერდით იარუსზე ისხდნენ და მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა. აღმოსავლელ მუსლიმ დამპრყობლებად ნაგულისხმევი პერსონაჟები დახატული იყვნენ ყველა იმ ბნელი და შეურაცხმყოფელი სტერეოტიპების გამოყენებით, რაც კი შეიძლება მოიპოვებოდეს ჩვენს ირგვლივ.

ყველაზე ბნელი, უკულტურო სტერეოტიპების გათამაშება ვნახეთ, რომლის მიზანიც არ ჩანდა. ეს თუ ერის გამოსაფხიზლებად ხდება, გასაგებია მიზანი, მაგრამ რასობრივ სიძულვილამდე მისვლა, არ ვიცი რას ემსახურება. ისტორიულობის შეგრძნება წაშლილია და ხდება მავნე სტერეოტიპების ტირაჟირება. ,,არაისტორიული“ წარმოდგენის პრეტენზია დიდი იყო – ეჩვენებინა ჩვენი ,,ვარამი და სატკივარი“ არგონავტებიდან დღემდე. ამ მცდელობებში კი ვერ წავიდა სადღეგრძელოს პათეტიკის, კომიკურობამდე მიყვანილი მახინჯი ისტორიული კლიშეების იქით, რომ ოდითგანვე ,,ქართველობას გვართმევდნენ“, ,,ერთმანეთს ვჭამდით“, ,,ევროპას ფეხებზე ვეკიდეთ“ და შესრულების ხარისხიც სასკოლო სპექტაკლზე დაბალი იყო.

პრაიმტაიმი, ამბები.ჯი