ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილ ქალს ოპერაცია ჩაუტარდა – მისი მდგომარეობა მძიმეა

ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილ ქალს ოპერაცია ჩაუტარდა - მისი მდგომარეობა მძიმეახაშურის სილამაზის სალონში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა.

ქმრის მიერ დაჭრილი ქალი ამ სალონში მუშაობს.

პრაიმ ტაიმის ცნობით, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ქალის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 1986 წელს დაბადებული კაცი ცხელ კვალზე დააკავა. ის დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 11-3 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით დაიწყო რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში და ითვალისწინებს 13-17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.