ტრაგედია ხაშურის სილამაზის სალონში – ქმარმა ცოლი დანით 7-ჯერ დაჭრა

ტრაგედია ხაშურის სილამაზის სალონში - ქმარმა ცოლი დანით 7-ჯერ დაჭრახაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონში 30 წლის ქალი დაჭრეს.
“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, თ.ლ-ს ცივი იარაღი საკუთარმა მეუღლემ შვიდჯერ დაარტყა.

დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ 32 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა,

როგორც შსს-ში “ნიუპოსტს” უთხრეს, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულს 13 დან 17 წლამდე პატიმრობა ექმურება. დანაშაულის ჩადენის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.