ბაბი: ,,ჩემს ცხოვრებას ვეღარავინ შეცვლის, უბრალოდ არავის გამოუვა” – თამარ ბაბილუა მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა

ბაბი: ,,ჩემს ცხოვრებას ვეღარავინ შეცვლის, უბრალოდ არავის გამოუვა" - თამარ ბაბილუა მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა,,სიმსივნე 2015 წელს აღმომაჩნდა. ვერ გეტყვით, რომ გენეტიკამ ითამაშა რაიმე როლი, რადგან ამ დაავადებით არავინ მყავს გარდაცვლილი. დაბალი ტემპერატურა და წელის ტკივილები მაწუხებდა.

იმდენად ჯანმრთელი ვიყავი, ექიმთან ბოლოს ბავშვობაში აცრაზე გახლდით ნამყოფი. ექიმთან მეგობარი გავიყოლე. ფილტვებზე პრობლემა არ მქონდა. ექიმმა მუცლის ღრუს ექოსკოპიაზე გამიშვა. მარცხენა საკვერცხეზე 17 სმ-იანი სიმსივნე აღმომაჩნდა…

მეტასტაზის მნიშვნელობა არ ვიცოდი. თმის ცვენა კიბოსთან რომ იყო კავშირში, ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ფილმებიდან მქონდა. ქიმია აჯობებს თუ ოპერაცია, ეს ჯერ უნდა განვიხილოთო, ექიმმა გვითხრა და გავიდა. მეგობარმა მითხრა, მუცელში რაც გაქვს, კიბოაო. ერთადერთი, რაც იმ წამიდან მახსენდება, ის არის, რომ ვტიროდი.

ბიოფსია თურქეთში გავიკეთე. ოპერაციისთვის 30.000 დოლარი მჭირდებოდა, რის გადახდასაც ვერ შევძლებდი, ამიტომ ოპერაცია საქართველოში ირაკლი თოდუამ გამიკეთა. ოპერაცია 5 საათი მიმდინარეობდა. მუცლიდან 4 კილო შავი მასა ამომაცალეს.

ყველაზე საკვირველი ისაა, რომ ჩემი გადარჩენის იმედს არავინ იძლეოდა. მოგვიანებით გავიგე, თურმე ქართველი ექიმები ამბობდნენ, 6 თვის სიცოცხლეღა აქვს დარჩენილიო”, – ყვებოდა ჟურნალ ,,სარკესთან” მუსიკოსი, ჯგუფ ,,ნიუტონის” წევრი თამარ ბა­ბი­ლუა, იგი­ვე ბაბი. სამწუხაროდ, მისი ოთხწლიანი ბრძოლა დასრულდა, ბაბი გარდაიცვალა. მას გოგონა დარჩა.

-ჩემნაირი გოგონები არ უნდა თხოვდებოდნენ. არ მინდა, ჩემი ჯანმრთელობის პრობლემა სხვას შემოვახვიო თავს. ეს მხოლოდ მე მეხება. თან მარტოობასაც მივეჩვიე. ჩემს ცხოვრებას ვეღარავინ შეცვლის, უბრალოდ არავის გამოუვა, – ამბობდა ბაბი ჟურნალ ,,სარკესთან” (ინტერვიუ ვრცლად ბმულზე).