25 წლის გიგი გეგეჭკორს ეძებენ – ,,მეგობრებმა დაინახეს, რომ უცნობს ჩაუჯდა მანქანაში”

25 წლის გიგი გეგეჭკორს ეძებენ - ,,მეგობრებმა დაინახეს, რომ უცნობს ჩაუჯდა მანქანაში"ზვიად კოლბაია 9 მარტს გაუჩინარებულ გიგი გეგეჭკორზე წერს და მის მოსაძებნად დახმარებას ითხოვს.

,,მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, გააზიარეთ!!!
ეს ახალგაზრდა 25 წლის გიგი გეგეჭკორია, ჩემი ძმის ბავშვობის მეგობარი და ასევე ჩემი მეგობარიც. ბოლოს ის მის რამდენიმე მეგობართან ერთად წითელსოფელში (დუშეთის რაიონში) იმყოფებოდა და მას მერე, რაც იქიდან წამოვიდა, აღარავის უნახავს. უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიცია ეძებს, მაგრამ უშედეგოდ.

მისმა მეგობრებმა შორიდან დაინახეს, რომ გიგი უცნობს ჩაუჯდა მანქანაში წითელსოფლის გადასახვევთან და წავიდა დუშეთის მიმართულებით”, – დაწერა ზვიად კოლბაიამ.