ვარლამ ლიპარტელიანის დიდი გამარჯვება პარიზში

ვარლამ ლიპარტელიანის დიდი გამარჯვება პარიზშივარლამ ლიპარტელიანი პარიზის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გადამწყვეტ დაპირისპირებაში იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა. შეხვედრა ლიპარტელიანის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ქულა ვაზარით აიღო.

ქართველმა ძიუდოისტმა პარიზის ,,გრანდ სლემი” კარიერაში მესამედ მოიგო.

პარიზის ,,გრანდ სლემზე” ასპარეზობა საქართველოს ნაკრებმა 4 მედლით დაასრულა. ბრინჯაოს ლაშა შავდათუაშვილი და თეიმურაზ ნოზაძე დაეუფლნენ. ვერცხლი კი ვაჟა მარგველაშვილის ანგარიშზეა.

იმედინიუსი