თბილისის ყოფილი მერი, ვანო ზოდელავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. თემურ ქურხულმა ბავშვობის მეგობრის ცხოვრებასა და უკანასკნელ დღეებზე ჟურნალ ,,სარკესთან” ისაუბრა. გთავაზობთ მცირე მონაკვეთს ინტერვიუდან:
-ეს ტრაგედია მისი ოჯახისთვის ძალიან რთული გადასატანი იყო. ფინანსურადაც გაუსაძლის ყოფაში ჩაცვივდნენ. მეგობრებიც ვეხმარებოდით. ფანტასტიკური მეუღლე – მაია ნიკოლაძე გვერდიდან არ მოშორებია, ასევე შვილები და დები. ჩვენ, მისი მეგობრებიც სულ საავადმყოფოში ვიყავით.
არ შეიძლებოდა ვანოს ტრანსპორტირება და გარდაცვალებამდე კლინიკიდან არ გამოუყვანიათ… ბოლოს ძალიან გახდა. უზომოდ გაწვალდა. რაღაც მომენტში თითქოს თვალი დაახამხამა, თითი გაანძრია… არავინ იცის, რას გრძნობდა, მაგრამ…
ავარიის დეტალები, თუ რა მოხდა წელიწადნაევრის წინ იხილეთ ჟურნალ სარკის მიმდინარე ნონერში, ავტორი რუსუდან ადვაძე