ტელეკომპანია ,,პირველის” ოპერატორები სამსახურიდან დაითხოვეს

ტელეკომპანია ,,პირველის" ოპერატორები სამსახურიდან დაითხოვესტელეკომპანია ,,პირველის” 8 ოპერატორი სამსახურიდან გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად მხოლოდ ორი  ოპერატორი დაითხოვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგებმა, სხვებიც გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი ,,ქართველი ვიდეოოპერატორები და ფოტოგრაფები” ავრცელებს.

როგორც ერთ-ერთი ოპერატორი წერს, უთხრეს, რომ გათავისუფლების მიზეზი ,,არასანდო თანამშრომლობა” იყო, რაც მისთვის გაუგაბარია, თუ რას ნიშნავს ეს განმარტება. გათავისუფლებულ ოპერატორებს სოლიდარობას უცხადებენ კოლეგები სხვადასხვა ტელეკომპანიიდან.