ტატუს ოსტატი კლიენტებს ძუძუს თავებს აჭრიდა

ტატუს ოსტატი კლიენტებს ძუძუს თავებს აჭრიდატატუს და ბოდი-არტის ბრიტანელმა ოსტატმა, ბრენდან მაკარტიმ, აღიარა, რომ თავის მომხმარებლებს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა. საუბარია, ყურების, მკერდის თავების მოჭრასა და ენის შუაზე გაჭრაზე.

50 წლის ბერნარდ მაკარტი, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, მომხმარებლების მოთხოვნით, საკუთარ სტუდიაში, სახელად „ექიმი ბოროტება“, ქირურგიულ პროცედურებს ატარებდა.

ბერნარდ მაკარტი მას შემდეგ დაიჭირეს, რაც ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე, რომლებზეც ყურის მოჭრის პროცედურა იყო ასახული, საჩივრები შევიდა.

თავად მაკარტი განმარტავდა, რომ ეს პროცედურები კანონიერად მიაჩნდა, რადგან პაციენტებისგან წერილობითი თანხმობა ჰქონდა. „ექიმი ბოროტების“ სასარგებლოდ, მისი მომსახურების მომხმარებლებმა პეტიციაც შეადგინეს, რომელსაც 13 400-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. მისმა მომხრეებმა განაცხადეს, რომ მათ თვითგამოხატვის და საკუთარი სხეულის ნაწილების სურვილისამებრ შეცვლის სრული უფლება აქვთ.

 სასამართლო მას განაჩენს 21 მარტს გამოუტანს.

პრაიმტაიმი