,,სვეტას მარჯვენა ხელში ეჭირა ჩემი სხეულიდან გამოგლეჯილი სათესლე ჯირკვალი” – ვაჟა-ფშაველაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

,,სვეტას მარჯვენა ხელში ეჭირა ჩემი სხეულიდან გამოგლეჯილი სათესლე ჯირკვალი" - ვაჟა-ფშაველაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები,,ქრონიკამ” ექსკლუზიურად მოიპოვა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმის მთავარი მტკიცებულება. 23 წლის კაცი, რომელსაც 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება, საგამოძიებო უწყებას ხმაურიან ჩვენებას აძლევს.

ინციდენტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა. ბრალდებული მკვლელობის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ქალის მოკვლა განზრახული არ ჰქონია და ის მხოლოდ თავს იცავდა. ეს საქმე შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მანამდე კი, ამ ჩვენების საფუძველზე, დაცვის მხარე ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ბრალდებული ჩვენებაში ამბობს:

,,სვეტა შემოვიდა ჩემთან და საწოლზე ჩამოჯდა. მითხრა, რომ ჩემთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარება სურდა, რაზეც დავთანხმდი. მოგვიანებით ქალი აგრესიული გახდა… მარცხენა სათესლე ჯირკვალზე ვიგრძენი ძლიერი ტკივილი და ვთხოვე, ხელი გაეშვა, მაგრამ პასუხი არ გამცა და გააგრძელა მოჭერა. იძულებული გავხდი, მეცემა… ბრძოლისას ორივენი გადავვარდით იატაკზე. ამ დროს დავინახე თეთრტარიანი დანა, რომლითაც სვეტა თუთიყუშებს უჭრიდა ხილს. ასევე დავინახე, რომ მარჯვენა ხელში ეჭირა ჩემი სხეულიდან გამოგლეჯილი სათესლე ჯირკვალი. ინსტიქტუად ჩავარტყი დანა ყელის არეში ( საქმის დეტალები ვრცლად იხილეთ ვიდეოში)”.