შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი – ,,ფოტოდან პატარა გოგონა უკვე აღარ იმზირება”

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი - ,,ფოტოდან პატარა გოგონა უკვე აღარ იმზირება",,იცნობთ გოგონას, რომელსაც ერთ დროს მთელი საქართველო გულშემატკოვრობდა?” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფორტუნა.ჯი და მსახიობ შორენა ბეგაშვილის ერთადერთ ქალიშვილზე, ევა ბარბაქაძეზე წერს.

,,ფოტოზე გამოსახულია გოგონა, რომელსაც ერთ დროს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. ის საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადავარდა და უამრავი ოპერაცია დასჭირდა, რომ გამოჯანმრთელებულიყო.

ეს გოგონა შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძეა. დიახ, თვალები არ გატყუებთ. მისი ფოტო დედამ მცირე ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და რომ არ დაეწერა, რომ ევაა, ვერავინ იცნობდა.

ფოტოდან პატარა გოგონა უკვე აღარ იმზირება. ევამ თმის ფერი შეიცვალა და შესამჩნევადაა გაზრდილი”.

ფორტუნა.ჯი