ქართველი ემიგრანტები სევდით იღუპებიან – ,,ფიქრებს ვეღარ უძლებენ, ძალა აღარ ჰყოფნით”

ქართველი ემიგრანტები სევდით იღუპებიან - ,,ფიქრებს ვეღარ უძლებენ, ძალა აღარ ჰყოფნით”ქართველი ემიგრანტების ფსიქოლოგი მანანა გოგიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ემიგრანტების სიკვდილიანობა გახშირდა, რაც უცხოეთში მცხოვრები ქართველების მძიმე ფსიქო-ემოციურ გადაღლილობითა და სტრესით არის გამოწვეული.

-ემიგრანტი ქალები ვეღარ უძლებენ არსებულ მდგომარეობას, ძალა აღარ ჰყოფნით, გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს. ისინი ხშირად ფიქრობენ და მესაუბრებიან სუიციდის შესახებ.

მოგეხსენებათ, არაერთი შემთხვევაა, როდესაც ასე სამწუხაროდ, ფატალურადაც დაუსრულებიათ კიდეც სიცოცხლე ჩვენს თანამემამულეებს.

უარყოფითი ფიქრებით დატვირთული ბევრი ადამიანი ავადდება, ზოგს შემდგომ წნევა აწუხებს,ზოგს თავის ტკივილები, ზოგს, თქვენ წარმოიდგინეთ, ქვედა კიდურების პრობლემებიც კი ეწყება, ზოგს ნევროზი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ისახება იმ სტატიკაში რაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ასე გამოკვეთილ პრობლემად ჩამოყალიბდა.

დიასპორა.ჯი