ნინო ჯღარკავა: ,,ძმამ უმცროსი ძმა სარეცხის მანქანაში დაატრიალა, იმედია, გადარჩება”

ნინო ჯღარკავა: ,,ძმამ უმცროსი ძმა სარეცხის მანქანაში დაატრიალა, იმედია, გადარჩება''ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა საშინელ ამბავს ყვება, რომელიც თბილისში მოხდა, რომ ძმამ უმცროსი ძმა სარეცხ მანქანაში დაატრიალა.

,,სასწაული ამბავი მოიტანა დედაჩემის მეგობარმა. შვილიშვილი უწევს საავადმყოფოში და იქ ბავშვი მოიყვანესო 4 წლის. საკუთარმა ცოტა უფროსმა ძმამ სარეცხ მანქანაში დაატრიალაო.  შევიდა ბავშვი, მიხურა კარი და ძმამ მანქანა ჩართო. დედამ მოუსწრო. გამორთო მანქანა, რომელიც გამოამტვრიეს და დასისხლიანებული, დასახიჩრებული ბავშვი გამოიყვანესო.

ბავშვის მდგომარეობა ამ წუთებში არ ვიცი, თემქის ბავშვთა საავადმყოფოშია, ხვალ მოიტანს ამბავს, იმედი მაქვს, გადარჩება აუცილებლად. არ ვიცი, ეს როგორ უნდა მომხდარიყო. მართლა ჭკუიდან კინაღამ შევიშალე”, – წერს ნინო ჯღარკავა