,,მე რა შუაში ვარ ამ ამბავთან, ვერაფრით გავიგე” – ძმისშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული

,,მე რა შუაში ვარ ამ ამბავთან, ვერაფრით გავიგე" - ძმისშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულიძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ვალერი ირემაძის სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი წარედგინა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვანის განძრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვალერი ირემაძეს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სხდომაზე ბრალდებული დამამშვიდებელი მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სასამართლო სხდომის განმავლობაში მოსამართლე მადონა მაისურაძის მიერ გამოტანილი დანაშაული ბრალდებულისთვის გაუგებარი იყო, მისი თქმით, ვერ ხვდებოდა, თუ რაში მიუძღვოდა დანაშაული და რატომ იმყოფებოდა სასამართლო დარბაზში. ,,მე რა შუაში ვარ ამ ამბავთან, ვერაფრით ვერ გავიგე”, – ამბობდა ის.

-ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, საოჯახო დანის გამოყენებით, 13 წლის ძმისშვილს სხეულის სხვადასხვა მიდამოში 20-მდე ჭრილობა მიაყენა, რის შემდგომაც არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

ბრალდებულს წარედგინა ბრალდება, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის ბ ქვეფუნქტებით. დღეს ბრალდებულის მხარეს სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნას პატიმრობა, საზოგადოებაში არსებული მოარული ხმები, რომ ბრალდებულს აღენიშნებოდა დანაშაულის ჩადენისას ფსიქიკური აშლილობა და იყო შეურაცხადი, ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ დანიშნა სტაციონალური ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

დასკვნის შედეგად გადაწყდება მართლაც შეურაცხადი იყო თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას, სწორედ ეს იქნება განმსაზღვრელი იმის მოხდება ბრალდებულის სისხლის სამართლებრივი წესით გასამართლება, თუ დაენიშნება იძულებრივი ფსიქიატრიული მკურნალობა,-განაცხადა ,,ინფო რუსთავთან” საუბრისას პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

-ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ აუცილებელია, ბრალდებული მოთავსებული იქნას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის და დაცვის მხარე ვერ დავუშვებთ თუნდაც მცირედ შანსსაც, რომ ამ პროცესს დაბრკოლება შეექმნას. ექსპერტიზასთან დაკავშირებით სასამართლოს უკვე მივმართეთ, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ დალაქიშვილმა.

ინფო რუსთავი