,,მამამ ჩურჩულით მკითხა, რა დავაშავე, რატომ დამაბესო” – 87 წლის მოხუცმა ,,ევექსში” სხეულის დაზიანებები მიიღო

,,მამამ ჩურჩულით მკითხა, რა დავაშავე, რატომ დამაბესო" - 87 წლის მოხუცმა ,,ევექსში" სხეულის დაზიანებები მიიღოგუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 87 წლის ვახტანგ გოგეშვილს ,,ევექსის” კლინიკის მედპერსონალი გულგრილად მოექცა და ოჯახის წევრებმა ის დაზიანებებითა და სისხლჩაქცევებით წაიყვანეს სახლში.

ამის შესახებ მოხუცის რძალი, ნათია წერეთელი წერდა: ჩემი მამამთილი სამი დღე გვყავდა ,,ევექსში”, საიდანაც დღეს ხელების დაზიანებით და სისხლის ჩაქცევებით წამოვიყვანეთ. ეს არის არაპროფესიონალიზმისა და გულგრილობის სამწუხარო რეალობა. ვინ იცის, რამდენი პაციენტია იქ ასეთ დღეში (სრულად იხილეთ მბულზე).

ვახტანგ გოგეშვილის ქალიშვილი, დიანა გოგეშვილი კი ამბები.ჯი-სთან ამ ამბის დეტალებს ყვება.

-მა­მას სკლე­რო­ზის ნიშ­ნე­ბი აქვს და აკ­რძა­ლა ჭამა, ძა­ლი­ან ცო­ტას ჭამ­და, ამი­ტომ გვინ­დო­და, გა­დას­ხმე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, რომ ცოტა მო­მაგ­რე­ბუ­ლი­ყო. 22 თე­ბერ­ვალს ,,ევექსში” და­ვაწ­ვი­ნეთ. ერთი დღე ,,ემერ­ჯენსში” იწვა და ღამე გა­უ­კე­თეს კვლე­ვე­ბი. გვი­თხრეს, რომ არის ინ­ფარ­ქტის ნიშ­ნე­ბი, პლუს პნევ­მო­ნია, მე­ო­რე დღეს კარ­დე­ო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს… ისევ უკე­თებ­დნენ ამ გა­მოკ­ვლე­ვებს და შემ­დეგ გვი­თხრეს, რომ არა ინ­ფარ­ქტი, არა­მედ მხო­ლოდ პნევ­მო­ნია იყო. ყო­ველ დღე სხვა­დას­ხვა დი­აგ­ნოზს გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ.

ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლია, უნდა და­ეხ­მა­რო რომ წა­მოჯ­დეს. რომ მი­ვე­დი ჩურ­ჩუ­ლით მკი­თხა, რა და­ვა­შა­ვე რომ და­მა­ბე­სო, ამ­ხსე­ნი გეხ­ვე­წე­ბიო. ავ­ხსე­ნი, რა თქმა უნდა, წა­მო­ვა­ჯი­ნე, და­ვამ­შვი­დე. რომ ვკი­თხე ექთანს და ექიმს, რა­ტომ და­ა­ბით-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხეს, გარ­ბო­დაო. სად გარ­ბო­და, რო­დე­საც კაცი ვერ დგე­ბა დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე?! შემ­დეგ ექიმ­მა მი­თხრა, ძა­ლი­ან ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს და ვერ და­ვუდ­გე­ბით და ვერ მი­ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბა­სო და ამი­ტომ აბა­მენ, რომ იყ­ვნენ და­წყნა­რე­ბუ­ლე­ბი, – აღ­ნიშ­ნა დი­ა­ნა გო­გეშ­ვილ­მა.

და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჯერ კი­დუ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბი­სას მი­ი­ღო, შემ­დეგ კი გა­დას­ხმე­ბის გა­კე­თე­ბი­სას. დი­ა­ნას თქმით, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა პა­ცი­ენტს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ და­უ­მუ­შა­ვა და მას სის­ხლი სდი­ო­და. ოჯახ­მა ვახ­ტან გო­გეშ­ვი­ლის სახ­ლში წა­მოყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

..

,,ევექ­სის” ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ დღეს ამ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ისი­ნი სრუ­ლად იზი­ა­რე­ბენ პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბას და აცხა­დე­ბენ, რომ ამ ფაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა პი­რის მი­მართ ძა­ლი­ან მკაც­რი დის­ციპ­ლი­ნუ­რი ზო­მე­ბი ტარ­დე­ბა.

გოგეშვილის ოჯახის წევრები მედპერსონალის გათავისუფლებასა და მათთვის ლიცენზიის ჩამორთმევას ითხოვენ.