ლელა წურწუმია: ”ორივე დას ჰქონდა ონკო დაავადება და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ“ – მომღერალი სოფელში გადასვლას აპირებს

ლელა წურწუმია: ”ორივე დას ჰქონდა ონკო დაავადება და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ“ - მომღერალი სოფელში გადასვლას აპირებსმომღერალი ლელა წურწუმია საცხოვრებლად სოფელში გადასვლას აპირებს. ქართველი ვარსკვლავი თვლის, რომ სოფელი უნდა კვებავდეს ქალაქს.
მომღერალი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობით არის დაინტერესებული.
„ბაბუაჩემი იყო ზოოტექნიკოსი, აუცილებლად გადავალ სოფელში. ვიყოლიებ ფერმას, ქათმებს. თვითონ დავბარავ, მოვთოხნი, ძალიან მომწონს ეს ყველაფერი.

ჩვენს ქვეყნას სოფლის მეურნეობა გადაარჩენს. 50 წლის ვარ და მახსოვს სოფელი კვებავდა ქალაქს. ჩვენ თუ სოფელში დავაბრუნებთ ხალხს, დამიჯერეთ, ბევრად კარგად ვიქნებით.

ამდენი ონკო დაავადება, რომელიც არის, ბინძური ჰაერის გარდა, საკვებიდანაც არის შემოსული, აღარ ვიცით, რას ვჭამთ. ორივე დას ჰქონდა ონკო დაავადება და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ“ – განაცხადა ლელა წურწუმიამ რადიო იმედის ეთერში.
მომღერალი შორენა ბეგაშვილის სტუმარი იყო.

ნიუპოსტი