ჯეკ ლონდონი კინაღამ აბორტის მსხვერპლი გახდა, მამას არასოდეს უღიარებია

ჯეკ ლონდონი კინაღამ აბორტის მსხვერპლი გახდა, მამას არასოდეს უღიარებიამსოფლიო კლასიკოსი ჯეკ ლონდონი 1876 წელს დაიბადა სან-ფრანცისკოში. ზოგიერთი ლიტერატორი ხუმრობდა, რომ ჯონ გრიფიტ ჩეინი (ჯეკ ლონდონის ნამდვილი სახელი და გვარია) ჯერ კიდევ დაბადებამდე გახდა ცნობილი. საქმე ისაა, რომ მისი მშობლები საკმაოდ ექსტრავაგანტურებბი იყვნენ და საზოგადოების გაოგნებაც შეეძლოთ.

ჯეკის დედა გატაცებული იყო სპირიტიზმით და ამტკიცებდა, რომ ინდიელ ბელადთან იყო სულიერად დაკავშირებული. მას ხშირად ჰქონდა ნერვული აშლილობა და ერთ დროს გადატანილი ტიფის გამო ხშირად დეპრესიაშიც ვარდებოდა.

სან-ფრანცისკოში გაიცნო უილიამ ჩეინი, ირლანდიელი ადვოკატი, რომელმაც სახელი გაითქვა ასევე როგორც მაგიისა და ასტროლოგიის პროფესორმა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, თუმცა არ დაქორწინებულან და ერთხელაც ფლორამ აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო. პროფესორმა მაშინვე მოითხოვა, აბორტი გაეკეთებინა. ამას საშინელი სკანდალი მოჰყვა. გაზეთებში იწერებოდა, რომ ფლორა თავის მოკვლასაც კი აპირებდა ამის გამო. პროფესორს კი ბავშვების მკვლელი და ბოროტი ადამიანი უწოდეს.

კაცმა საბოლოოდ დატოვა იქაურობა. მომავალში ჯეკ ლონდონს არაერთხელ უცდია მამასთან დაკავშირება, თუმცა მამამ არათუ არ აღიარა ცნობილი შვილი, არამედ მისი არც ერთი ნაწარმოები არ წაუკითხავს და უარიც კი თქვა მის მამობაზე.
ჯეკ ლონდონის დედა

ბავშვის დაბადების შემდეგ ფლორას მისთვის არ ეცალა – გამუდმებით წვეულებებზე დადიოდა. ბავშვი შავკანიან ძიძას ჯენი პრინსტერს მიანდო, რომელსაც ჯეკი მოგვიანებით მეორე დედად მოიხსენიებდა.

საარსებო წყაროს ფლორა სპირიტული სეანსებით შოულობდა. 1876 წელს მასთან სეანსზე ჯონ ლონდონი გამოჩნდა, რომელმაც ცოლ-შვილი ნაადრევად დაკარგა. ომის ვეტერანი ჯონი კეთილი ადამიანი იყო. ის მალე დაქორწინდა ფლორაზე და მომავალი მწერლის აღზრდაც აიღო თავის თავზე.

ჯეკი სანამ 19 წლის გახდებოდა, მოგზაურობების და მუშაობის გარდა, მაწანწალობისთვის ციხეში ჯდომაც მოასწრო, ეგ კი არა, ამბობენ, ქუჩის კატებსაც კი დასდევდა, რომ ხორცი ჩინური რესტორნებისთვის მიეწოდებინაო.

19 წლისამ კი კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩააბარა გამოცდები და ჩაირიცხა. თუმცა აქედანაც მალე მოუწია წამოსვლა – ფული სწავლისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი…

წერის დიდი სურვილი სულ ჰქონდა, მაგრამ დროს ვერასდროს პოულობდა. ერთხელაც ადგილობრივმა გაზეთმა ,,კოლმა” პრემია დააწესა საუკეთესო მოთხრობისთვის. ფლორამ შვილი წააქეზა, მონაწილეობა მიეღო. დილის 5 საათზე სამუშაოდ უნდა წასულიყო, ამიტომ ჯეკი შუა ღამისას შეუდგა მუშაობას და სამი ასეთი ღამის განმავლობაში მან დაწერა მოთხრობა თემაზე ,,ტაიფუნი იაპონიის ნაპირებთან” და პირველი ადგილიც აიღო. მეორე და მესამე ადგილებზე პრესტიჟული უნივერსიტეტების სტუდენტები გავიდნენ.

აღიარება

1897 წელს ,,ოქროს ციებცხელებაზე” გადაერთო და ალასკაზე გაემგზავრა ძვირფასი მეტალის საძებნელად. ოქრო ვერ იპოვა, სამაგიეროდ დაავადებები აიკიდა და სერიოზული მკურნალობა მოუწია. ამ პერიოდში გაუჩნდა დრო საწერად და გაჩნდა “ჩრდილოეთის მოთხრობები”, რომელსაც მოჰყვა პირველი წიგნი “მგლის შვილი” და უკვე პირველი მწერლური აღიარება.
1902 წელს ჯეკი ლონდონში გაემგზავრა, სადაც თავისი ცნობილი მოთხრობები და რომანები შექმნა, მაგალითად “მარტინ იდენი”, “თეთრი ეშვი” და ა.შ. თავად თავის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევდა ,,დიდი სახლის პატარა დიასახლისს”, ტრაგიკულ რომანს, რომელიც 1916 წელს გამოიცა.

პირადი ცხოვრება
ცხოვრებაში ჯეკი მხიარული და ხალისიანი ადამიანი იყო, სულ იღიმოდა. ქალები უყვარდა საკმაოდ. 1900 წელს თავისი გარდაცვლილი მეგობრის საცოლე – ბესი მადერნი შეირთო ცოლად. ამ ქორწინებიდან ორი ქალიშვილი გაუჩნდა, თუმცა 4 წელში გაიყარნენ.

ჯეკ ლონდონი კინაღამ აბორტის მსხვერპლი გახდა, მამას არასოდეს უღიარებიაჯეკის ცხოვრებაში ჩარმიან კიტრეჯი გამოჩნდა, რომელსაც თავიდან საერთოდაც ვერ იტანდა. გოგონა არც გარეგნობით გამოირჩეოდა, არც ჭკუით, ნაცნობები დასცინოდნენ კიდეც იმის გამო, რომ კაცებს დასდევდა. რატომ წავიდა ცოლისგან ჩარმიანთან – გამოუცნობია.

მოგვიანებით წერდნენ უამრავი სასიყვარულო ბარათის შესახებ, რომლებითაც აავსო ჩარმიანმა ჯეკი. როგორც ჩანს, ამითაც მოხიბლა მწერალი და ასევე თავისი მხიარული ხასიათით – ჯეკს მასთან დეპრესია არ ემართებოდა და თანაც, მასავით მოგზაურობისა და თავგადასავლების მოყვარული იყო.
ბოლო წლები
სიცოცხლის ბოლო წლებში ჯეკს შემოქმედებითი კრიზისი ჰქონდა, ლიტერატურას ამრეზით უყურებდა, ბევრს სვამდა. მართალია, მოგვიანებით ეს ჩვევა დაამარცხა, მაგრამ ალკოჰოლმა მის ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა მოახდინა. თირკმლების დაავადებით იტანჯებოდა და სწორედ ტკივილების გასაყუჩებლად იყენებდა მორფს, რომლითაც გარდაიცვალა. ზოგიერთი ბიოგრაფი ფიქრობს, რომ ჯეკმა განგებ მიიღო ზედმეტი დოზა და თავი მოიკლა.

მარაო.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი