ირინა ონაშვილის სამკაულების ქურდობის ბრალდებით მისი დამხმარე ქალი დააკავეს

ირინა ონაშვილის სამკაულების ქურდობის ბრალდებით მისი დამხმარე ქალი დააკავესსა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა „მის სა­ქარ­თვე­ლო 2003″-ის, ირი­ნა ონაშ­ვი­ლის გა­ქურდვის ბრალ­დე­ბით 45 წლამ­დე ქალი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლი ონაშ­ვი­ლის სახ­ლში დამ­ხმა­რედ მუ­შა­ობ­და.

სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სამ­კა­უ­ლე­ბის ქურ­დო­ბა­ზე.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” თა­ვად ირი­ნა ონაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ფაქ­ტი გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მოხ­და, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გვი­ან მი­მარ­თა.

ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი 20 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს.

-დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩვე­ნი პო­ლი­ცი­ელების, რომ­ლებ­მაც ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­მო­ი­ძი­ეს ეს საქ­მე. ფაქ­ტი ოქ­ტომ­ბერ­ში მოხ­და, უბ­რა­ლოდ გვი­ან გან­ვა­ცხა­დე. გან­ცხა­დე­ბის და­წე­რი­დან ბევ­რი დრო არც გა­სუ­ლა. ის ჩემ­თან არც ისე დიდი ხანი მუ­შა­ობ­და, – გა­ნა­ცხა­და ონაშ­ვილ­მა.

ბრალ­დე­ბულ ქალს იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის ბი­უ­რო­დან იცავს ად­ვო­კა­ტი, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის თხოვ­ნით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლის “ბ” ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს, ქურ­დო­ბას, ე.ი. სხვი­სი მოძ­რა­ვი ნივ­თის ფა­რულ და­უფ­ლე­ბას მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით ჩა­დე­ნილს დიდი ოდე­ნო­ბით.

ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბულ ქალს, რო­მე­ლიც 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დე­დაა, 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ინტერპრესნიუსი (ირინა ონაშვილთან ინტერვიუ იხილეთ ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში)