ინტიმური ვიდეო თანაკლასელების მონაწილეობით – საქმეს შსს იძიებს

ინტიმური ვიდეო თანაკლასელების მონაწილეობით - საქმეს შსს იძიებსინტიმური ვიდეო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით – ფეისბუქის დახურულ ჯგუფში სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, წინასწარი ვერსიით, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ატვირთა.

ინტიმური ხასიათის კადრებში ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის მეათეკლასელები ფიგურირებდნენ. დახურულ ჯგუფში სკოლის მოსწავლეების გარდა, სასწავლო დაწესებულების ფსიქოლოგიც იყო გაწევრებული, ვიდეო ერთ-ერთმა პირველმა სწორედ მან ნახა და დირექციას აცნობა.

ერთ-ერთი ვერსიით,  სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მეათეკლასელები მშენებარე კორპუსში განმარტოვდნენ, მათი ინტიმური კავშირის ამსახველი კადრები კი ფარულად თანაკლასელმა გადაიღო და შემდეგ მოსწავლეების დახურულ ჯგუფში გაავრცელა.

გამოძიება კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს, გავრცელებული ინფორმაციით, თანაკლასელთან ინტიმური კავშირი სკოლის მოსწავლე გოგონამ თავად გადაიღო და გაავრცელა. ამ ქმედებით კი მან შეყვარებულის დაშანტაჟება სცადა.

მომხდარიდან მეორე დღესვე სკოლის ადმინისტრაციამ ორივე მოსწავლე გარიცხა. შემდეგ რეაგირებისთვის კი ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სამსახურს მიმართეს.

ვინ გადაიღო და ვინ ატვირთა არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში შესაძლო გავრცელების მუხლებით დაიწყო.

რუსთავი 2