ინგა გრიგოლია: ,,პირადი ცხოვრება არ არის სირცხვილი! სექსი არ არის სირცხვილი!” – ვიდეო

ინგა გრიგოლია: ,,პირადი ცხოვრება არ არის სირცხვილი! სექსი არ არის სირცხვილი!” - ვიდეოინგა გრიგოლიას გუშინდელი გადაცემის მთავარი თემა პირადი კადრებით დაშანტაჯება იყო, სტუმარი კი ეკა ბესელია გახლდათ. მათ, ვინც ასეთი მეთოდებით ცდილობს ოპონენტებთან ბრძოლას, ინგა გრიგოლიამ ეკრანიდან მიმართა:

-ვერავინ ვერ უნდა გაბედოს პირადი ცხოვრების კადრებით დაშანტაჯება! პირადი ცხოვრება არ არის სირცხვილი! სექსი არ არის სირცხვილი! ხალხო, ვერასოდეს გაიმარჯვებთ ამ ბრძოლაში! გინდათ ამის გამოქვეყნება? გამოაქვეყნეთ! რა დაუშავდა ამით ეკა ბესელიას? აქ ზის, მოიმართა პოლიტიკურად ბრძოლისთვის და ამბობს, ვერ გამაჩერებთო…

არა ეკა, ნუ გეღიმებათ, სექსი არ არის სირცხვილი – ინგა გრიგოლია

Gepostet von TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი am Donnerstag, 31. Januar 2019