ეს ადამიანები სამეგრელოს ავტონომიას ითხოვენ – ,,უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ”

ეს ადამიანები სამეგრელოს ავტონომიას ითხოვენ - ,,უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ"გრამიტო ფიფია, ედემ იზორია, იური ღვინჯილია და რამდენიმე მათი თანამოაზრე სამეგრელოს ავტონომიას ითხოვენ. მათ საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებენ მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ვიდეომასალას ადგილობრივი მედიაგამოცემა ლივერპრეს.ჯი ვრცელებს.

-ჩვენი პირველი ამოცანაა, ,,ქართული ოცნების” მოშორება სამეგრელოს რეგიონიდან. ენების პრობლემაც იგნორირებულია და ჩვენ იძულებულები ვართ, გადავიდეთ პოლიტიკურ მოთხოვნებზე. მიმაჩნია, რომ სამეგრელოს პოლიტიკური ავტონომიის აღდგენის გარეშე ეს პრობლემები დარჩება მოუგვარებელი. საქართველოში შექმნილია ეთნოკონფლიქტის წინაპირობა, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ( იხილეთ ვიდეო)