,,დღეს კიდევ ერთმა ანგელოზმა დაამარცხა სიკვდილი. ის იაშვილის კლინიკაში უშედეგოდ ებრძოდა ლეიკემიას” – ნუგზარ სულაშვილი

,,დღეს კიდევ ერთმა ანგელოზმა დაამარცხა სიკვდილი. ის იაშვილის კლინიკაში უშედეგოდ ებრძოდა ლეიკემიას" - ნუგზარ სულაშვილინუგზარ სულაშვილი საფრანგეთიდან სასიხარულო ამბის შესახებ წერს, რომ ფრანგი ექიმების დახმარებით კიდევ ერთმა ბავშვმა დაამარცა ლეიკემია:

,,ფრანგი ექიმების დამსახურებით, დღეს კიდევ ერთმა ანგელოზმა დაამარცხა სიკვდილი. ის 5 თვიდან იაშვილის კლინიკაში უშედეგოდ ებრძოდა ლეიკემიას.

წუხელ გვიან დამირეკა ბავშვის მამამ და ბედნიერი ხმით მამცნო, რომ მისი შვილი უკვე სრულიად ჯანმრთელია.

მადლობას ვუხდი ქ. აჟენის სამედიცინო პერსონალს და სიამოვნებით მოვიკითხავ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელობას, რომელმაც მუქარა წერილობით შემომითვალა.
ჩვენ გავიმარჯვეთ!”.