16 წლის გოგონამ თავის ჩამოხრჩობა სცადა, 16 წლის ბიჭმა კი ვენები გადაიჭრა – თანაკლასელთა თვითმკვლელობის მცდელობა გორში

16 წლის გოგონამ თავის ჩამოხრჩობა სცადა, 16 წლის ბიჭმა კი ვენები გადაიჭრა - თანაკლასელთა თვითმკვლელობის მცდელობა გორშიგუშინ საღამოს, დაახლოებით 2 საათიანი ინტერვალით, გორში ორმა თანაკლასელმა სუიციდი  სცადა.

თავდაპირველად 16 წლის გოგონამ თავის ჩამოხრჩობა საკუთარ სახლი სცადა.
ოჯახის წევრებმა მას უგონო მდგომარეობაში მიუსწრეს. მომხდარიდან რამდენიმე საათში კი ბიჭმა ვენები გადაიჭრა.

ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 16 წლის მოზარდი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

“9 საათზე შემოიყვანეს პაციენტი ჩვენთან. ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება. მისი მდგომარეობა არის უმძიმესი”, – განაცხადეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

მომხდარზე გამოძიებას შს სამინისტრო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს.