თაკო გაჩეჩილაძე დედა გახდა

თაკო გაჩეჩილაძე დედა გახდამომღერალი თაკო გაჩეჩილაძე 21 იანვარს გოგონას დედა გახდა. მას შვილის დაბადებას სოციალურ ქსელში ულოცავენ.

მისი მეუღლე ბულგარელი მუსიკალური პროდიუსერი, ბორისლავ მილანოვია. მათ ერთმანეთი ევროვიზიის კონკურსზე გაიცნეს, სადაც თაკო საქართველოს სახელით გამოდიოდა.

წყვილმა ქორწილი რამდენიმე თვის წინ საქართველოშიც გადაიხადა და ვენაშიც, სადაც ისინი ცხოვრობენ.

მომღერალი ,,სარკის” ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ კარიერის მიტოვებას არ აპირებს, პირიქით, აქტიურად მუშაობს პროდიუსერ მეუღლესთან ერთად ახალ სიმღერებზე.