მერაბ ნინიძე და ბენედიქტ კამბერბეჩი ერთად ითამაშებენ

მერაბ ნინიძე და ბენედიქტ კამბერბეჩი ერთად ითამაშებენქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე და სერიალ ,,შერლოკის” ვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბეჩი ერთად ითამაშებენ. ამის შესახებ კინოფილმების ამერიკული ინტერნეტმონაცემთა ბაზა IMDB  წერს. ფილმის პრემიერა წელს შედგება.

სიუჟეტი ცივი ომის პერიოდში ვითარდება და მოგვითხრობს ისტორიას ჯაშუშზე, რომელიც რუს აგენტთან ერთად კუბის კრიზისის მოვლენებში მონაწილეობს. ფილმის რეჟისორი დომინიკ კუკი იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, მერაბ ნინიძე ვის როლს შეასრულებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი