მარიამ ჟორდანია: “გადარჩენის შანსი მცირე იყო, ექიმების დახმარებით გამოვძვერი…” – ვიდეო

მარიამ ჟორდანია: "გადარჩენის შანსი მცირე იყო, ექიმების დახმარებით გამოვძვერი..." - ვიდეო“გუ­შინ გა­ვე­დი ქუ­ჩა­ში და ადა­მი­ა­ნე­ბის­გან დიდი სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი ვიგ­რძე­ნი!” – გვე­უბ­ნე­ბა 16 წლის მა­რი­ამ ჟორ­და­ნია, რო­მე­ლიც კმა­ყო­ფი­ლია ოჯა­ხით, სა­დაც და­ი­ბა­და და ცხოვ­რობს, მე­გობ­რე­ბით და სკო­ლით, სა­დაც სწავ­ლობს. მა­რი­ამს უყ­ვარს სიმ­ღე­რა და სა­მო­მავ­ლო­დაც აპი­რებს ამ სფე­როს გაჰ­ყვეს. ის მა­ყუ­რე­ბელ­მა ჯერ კი­დევ 13 წლი­სა “X ფაქ­ტო­რის” სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნო, თუმ­ცა ამ­ჟა­მად მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტ “სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის” კონ­კურ­სან­ტია, რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც “ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე” გა­ემ­გზავ­რე­ბა.

– ვსწავ­ლობ 52-ე სკო­ლა­ში, მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლი ვარ, ძა­ლი­ან მა­გა­რი კლა­სი მყავს. მას­წავ­ლებ­ლე­ბიც გვერ­დში მიდ­გა­ნან, მაგ მხრივ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, გრი­მის კე­თე­ბა და ბო­დი­არ­ტი ვის­წავ­ლე.

თუმ­ცა, მინ­და, რო­გორც მომ­ღე­რალს ისე მიც­ნობ­დნენ და არა გრი­მი­ორს და ბო­დი­არ­ტისტს. უბ­რა­ლოდ, ეს არის ის საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მელ­შიც ვმშვიდ­დე­ბი და რა­ღაც­ნა­ი­რად ჩემი ჰო­ბია. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, ბავ­შვო­ბი­დან­ვე რისი კე­თე­ბაც მინ­და, ეს არის სიმ­ღე­რა. ამი­ტომ, მზად ვარ, მუ­სი­კის­თვის უკა­ნას­კნე­ლი ენერ­გი­აც კი გავ­ცე. ეს ჩემი უდი­დე­სი ოც­ნე­ბაა. ბერკლის სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად ვემ­ზა­დე­ბი, რაც 2 წე­ლი­წად­ში მო­მი­წევს.

– რამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ შენი ჯან­მრთე­ლო­ბა რის­კის ქვეშ იდგა?

– რა­ღაც ეტაპ­ზე ხმა­ზე პრობ­ლე­მა და­მე­წყო, ჩემი ვო­კა­ლის პე­და­გოგ­მა ექიმ­თან მის­ვლა მირ­ჩია, აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ო­პე­რა­ციო მქონ­და გლან­დე­ბი. ოპე­რა­ცი­ის დროს ინ­ფექ­ცია შე­იჭ­რა და ჰერ­პე­სუ­ლი ჩუ­ტყვა­ვი­ლა და­მე­მარ­თა, რო­მე­ლიც მთელ ორ­გა­ნიზმსა და კან­ზე გავ­რცელ­და და 6 თვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­ვა­ტა­რე. და­ა­ვა­დე­ბა თა­ვის ტვინ­ში ადი­ო­და და ნეკ­რო­ზი ვი­თარ­დე­ბო­და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­მოვ­ძვე­რი. ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო, გა­დარ­ჩე­ნის შან­სი და­ბა­ლი იყო.

– და ბო­დი­არ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბა ამას მოჰ­ყვა? სა­ინ­ტე­რე­სოა, იქამ­დე თუ ხა­ტავ­დი?

– კი, ავად­მყო­ფო­ბამ გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა მა­ნამ­დე არ მი­ხა­ტია. რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი, მეც ისე ვხა­ტავ­დი. უბ­რა­ლოდ, ავად რომ ვი­ყა­ვი, გა­მო­ნა­ყა­რის და­ფარ­ვის მიზ­ნით, მა­კი­ა­ჟის კე­თე­ბა და­ვი­წყე. ინ­ტერ­ნე­ტით ვი­დე­ო­ებ­საც ვუ­ყუ­რებ­დი და როცა ამან უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი ფორ­მა მი­ი­ღო, ჯერ გრი­მით და შემ­დეგ უკვე ბო­დი­არ­ტით და­ვი­წყე, შთა­გო­ნე­ბა ასე მო­მი­ვი­და. ოღონდ, არა­ნა­ი­რი სა­ღე­ბა­ვი, ფან­ქა­რი არ მქონ­და და ხატ­ვა კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და­ვი­წყე. ნა­მუ­შევ­რე­ბი რე­ა­ლის­ტუ­რი გა­მო­დი­ო­და. დღემ­დე მსი­ა­მოვ­ნებს კოს­მე­ტი­კით ხატ­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა გრიმს და ბო­დი­არტს, ამას უფრო სე­რი­ო­ზულ დო­ნე­ზე ვა­კე­თებ.

– პრო­ეტ­ში რა­ტომ მოხ­ვე­დი, რას გინ­და მი­აღ­წიო?

– ამ პრო­ექ­ტის პერ­სპექ­ტი­ვა “ევ­რო­ვი­ზი­აა”, რაც ჩემი ოც­ნე­ბაა და მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებ ამის­თვის. თან, ამ კონ­კურ­სში იმის­თვის მო­ვე­დი, ხალ­ხს თავი შე­ვახ­სე­ნო.

ამბები

მარიამ ჟორდანია

ჟიურის აღმოჩენა, ახალი ვარსკვლავი🤩 მარიამ ჟორდანია😍😍მარიამ მემე ჟორდანია

Gepostet von საქართველოს ვარსკვლავი am Samstag, 5. Januar 2019