,,ზაზა შემიყვარდა”, ბრავო, ზაზა”, ,,ისე თამაშობდა, თითქოს ნამდვილ ცხოვრებას ვუყურებდი”, უმაგრესი შესრულება, ძლიერი მსახიობი” – ეს კომპლიმენტები სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” ზაზას როლის შემსრულებელს, გიორგი ბოჭორიშვილს ეკუთვნის.
სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების” მე-14 სეზონის მთავარი გმირები სწორედ გიორგის პერსონაჟი ზაზა და მისი ცოლი, ქეთი იყვნენ. მათ ოჯახურ დრამას მაყურებელი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. სეზონის ბოლო სერიამ გიორგი ბოჭორიშვილს აშკარად თაყვანისმცემლების არმია შესძინა.
..
გიორგი ბოჭორიშვილი დაქორწინებული გახლდათ მსახიობ ეკა დემეტრაძეზე. იყო პერიოდი, როცა წყვილი სერიალში ერთადაც თამაშობდა. 10 წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ გიორგი და ეკა ერთმანეთს დაშორდნენ.
დიდი ხნის განმავლობაში ამ თემაზე საუბარს ორივე ერიდებოდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ თავად გიორგიმ გაასაჯაროა მეუღლესთან გაშორების ამბავი და ისიც აღნიშნა, რომ ახალი რჩეული ჰყავდა.
გოგონა, რომლესაც გიორგიმ ცხოვრება დაუკავშირა, თაკო ვალიშვილია. წყვილს უკვე უსაყვარლესი ქალიშვილი ანუნა ჰყავს. ეკას და გიორგისაც ჰყავთ საერთო შვილი – თომა.
„კარგი იყო ჩვენი ცოლქმრობა.პროფესიული თვალსაზრისით ნამდვილად დავეხმარეთ ერთმანეთს. პროფესიულ შენიშვნებს ვაძლევდით და არ ვუმალავდით, რა მოგვწონდა და რა – არა. ორი მსახიობის ცხოვრებაში მგონია, რომ რომელიღაც შედგება, რომელიღაც ვერ შედგება. მე არ მინდა, სხვა შედგეს. ამიტომ მირჩევნია, მე შევდგე როგორც მასახიობი, ვიდრე ჩემი ცოლი. რა თქმა უნდა, ეკაც უნდა შედგეს თავის გზაზე მსახიობად და მეც უნდა შევდგე”, – განაცხადა გიორგიმ ცოლთან დაშორების შემდეგ გადაცემა ,,ანფასში”.
სერიალში პირველად გამოჩენის შემდეგ, 2014 წელს კი ამბები.ჯი-სთან თავის ცხოვრებასა და გმირზე ისაუბრა:
-სერიალში ფსევდომეოჯახის როლი მაქვს. ბევრგან გამირბის თვალი, მარტო ქალებისკენ კი არა, სასმლისკენაც. ვფიქრობ, ეს არ არის სწორი საქციელი. ხანდახან სერიალზე კომენტარებს რომ ვკითხულობ, მიკვირს, ძალიან ბევრს საერთოდ არ აქვს განცდა, რომ ამ როლებს მსახიობები მხოლოდ თამაშობენ. ალბათ, სერიალის მსახიობების ხვედრი ასეთია.
ჩემზე თავიდან ამ კომენტარებმა იმოქმედა. არ მომეწონა, რომ წერდნენ, ზაზა არ უყვართო. მერე მივხვდი, რომ კომენტარები არ ღირს ნერვიულობად. თუ მაყურებელში ემოციას იწვევ, ეს გარკვეულწილად კარგია. ჩვენი, მსახიობების მიზანიც ესაა.
– ზაზას მეუღლეში, ქეთიში რა არ მოგწონს?
– მე მგონია, რომ მის მეუღლეში კი არა, პრობლემა თვითონ ზაზაშია. ზაზასნაირი საქართველოში ბევრია. მას ზუსტად ისეთი ცოლი ჰყავს, როგორიც უნდოდა და ისე ცხოვრობს, როგორც სურს ცხოვრება. ეს მგონი, არასწორი აღზრდისა და ცუდ გარემოში ჩამოყალიბებული ადამიანის ცნობიერებაა. მისთვის ღალატიც არაფერს ნიშნავს. რატომღაც ცოლის ღალატი ღალატად არ მიაჩნია. ისეთ შეუმდგარ ქვეყნებში, როგორიც მეტ-ნაკლებად ჩვენი ქვეყანაა, როცა ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული სახელმწიფოდ, ალბათ, კაცებს ახასიათებთ ღალატი. ზაზა ინფანტილურია, ნერვიულიც, დალევა და ჩხუბი უყვარს. ჩემი აზრით, ზაზა არასერიოზული კაცია.
– ზაზა რომ ასეთი ინფანტილურია, ეს ქვეყნის ბრალიაო, აღნიშნე და საკუთარ თავზე რას გვეტყოდი?
– რა თქმა უნდა, იმავე პრობლემებთან მეც მიწევს შეჯახება და ეს პრობლემები ჩემს ცხოვრებაში ბლომადაა.