,,ღორებმა ტანკებით გადაუარეს ადამიანებს” – თენგო გოგოტიშვილი 28 წლის წინანდელ ტრაგედიაზე

,,ღორებმა ტანკებით გადაუარეს ადამიანებს" - თენგო გოგოტიშვილი 28 წლის წინანდელ ტრაგედიაზეჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი 28 წლის წინანდელ ტრაგედიაზე წერს, რომელიც კრემლმა ლიტვაში დაატრიალა.

,,13 იანვარი, 1991. ლიეტუველები ხელით აჩერებენ ღორების ტანკს.
13 ადამიანი დაიღუპა და მათგან ერთადერთია ქალი. ჩვენს 9 აპრილს შეგიძლიათ შეადაროთ (თუნდაც გენდერულად), ოღონდ გახსოვდეთ, რომ ვილნიუსში ღორებმა ტანკებით რეალურად გადაუარეს ადამიანებს და ტყვიები დაუშვეს. მგონი, ყველას თავსა და მკერდში ჰქონდა მოხვედრილი.
არ დაივიწყო და არ აპატიო!”, – წერს თენგიზ გოგოტიშვილი ფეისბუქში.

13 იანვარს ლიტველები თავისუფლების დამცველთა დღეს აღნიშნავენ. 1991 წლის 8-9 იანვარს ლიტვაში საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაყოფები შევიდნენ. საბჭოთა კავშირის ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა  ლიტვის ხელისუფლებას მოსთხოვა, აღედგინათ საბჭოთა კონსტიტუცია.

ლიტვის ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა არ შეასრულა, რის შემდეგაც 11 იანვარს საბჭოთა ჯარმა სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტზე, მათ შორის, სატელევიზიო ანძაზე შეტევა დაიწყო. 13 იანვარს ჯარმა საბრძოლო ტექნიკით ალყა შემოარტყა ლიტვის ტელე-რადიო კომიტეტის შენობას, რის შემდეგაც, გამთენიისას, 3-ის ნახევარზე, ვილნიუსის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. საბჭოთა ჯარმა სისხლის ტბები დააყენა ქუჩებში. 700-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაშავდა, 14 კი დაიღუპა.