„მე არ მოვედი როგორც ტრანსგენდერი… მე მოვედი იმისთვის, რომ ვიმღერო!“ – განაცხადა ტრანსგენდერმა ქალმა, ანასტასია პირველმა პროექტში ,,საქართველოს ვარსკვლავი”.
სიუჟეტში ანასტასიამ თავისი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
-ჩემი ტრანსფორმაცია მაშინ მოხდა, როცა მამა ჩემ გვერდით აღარ იყო. მახსოვს, როცა მან ცალკე გამიშვა საცხოვრებლად, ყურში ჩამჩურჩულა და მითხრა, იცხოვრე იმ ცხოვრებით, რასაც თვლი, რომ ეს არის სწორი… – უამბო ანასტასიამ მაყურებელს და თავისი შესანიშნავი შესრულებით მეორე ტურში გადასასვლელი ბილეთიც მოიპოვა.
https://www.facebook.com/GeorgianIdol/videos/2239624256319613/?t=17
