“ავ­ტო­მო­ბი­ლი ვი­ცა­ნით კად­რებ­ში და გა­მო­ვი­ქე­ცით ამო­საც­ნო­ბად…” – გაზის გაჟონვით გარდაცვლილებს შორის მამა-შვილი და ძმები არიან

"ავ­ტო­მო­ბი­ლი ვი­ცა­ნით კად­რებ­ში და გა­მო­ვი­ქე­ცით ამო­საც­ნო­ბად..." - გაზის გაჟონვით გარდაცვლილებს შორის მამა-შვილი და ძმები არიანთბი­ლის­ში, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი 7 მა­მა­კა­ცი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან არი­ს, მათ შო­რის გო­რი­დან, თერ­ჯო­ლი­დან და ჭი­ა­თუ­რი­დან. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 54 წლის ბათო სუ­თი­ძეა (ფო­ტო­ზე).

ბათო სუ­თი­ძე წარ­მო­შო­ბით თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ღვან­კი­თი­დან იყო. ის 1965 წელს იყო და­ბა­დე­ბუ­ლი. სუ­თი­ძე ოჯახ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არი­ან მისი შვი­ლი და დის­შვი­ლი. ღვან­კით­ში მცხოვ­რებ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ შე­ი­ტყვეს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ცხედ­რე­ბის ამო­საც­ნო­ბად თბი­ლის­ში გა­ემ­გზავრნენ.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შე­იკ­რიბ­ნენ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სთხო­ვენ, ამო­საც­ნო­ბად გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი გა­დას­ცენ.

“ავ­ტო­მო­ბი­ლი ვი­ცა­ნით კად­რებ­ში და გა­მო­ვი­ქე­ცით ამო­საც­ნო­ბად… ამ­დე­ნი ხა­ნია ვდგა­ვართ და რა­ღა­ცა მოგ­ვა­წო­დეთ… გვა­ნა­ხონ სუ­რა­თე­ბი, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან თუ არა. ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან ჩვე­ნი და რო­გორც ვიცი მეშ­ვი­დე­ზე ცხოვ­რობ­დნენ, შვი­დი კაცი” – ამ­ბობს ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი.

ერთ-ერთი მე­ზობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­შე­ბის ნა­წი­ლი ქა­ლაქ გო­რი­დან იყო და ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ თბი­ლის­ში. შვი­დი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი დე­და­ქა­ლაქ­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შე­ბად მუ­შა­ობ­და.

“შვი­დი კაცი იყ­ვნენ, მამა-შვი­ლი, ორი ძმა და სამი კი­დევ სხვა მუშა. და­დი­ოდ­ნენ და “მა­ლი­არ­კა­ზე” მუ­შა­ობ­დნენ. რო­გორც ჩანს, მო­ვიდ­ნენ დაღ­ლი­ლე­ბი, ჩარ­თეს “კა­ლონ­კა”, ამ­ბო­ბენ ერთ-ერთი ბა­ნა­ობ­დაო… გა­ჟო­ნა გაზ­მა და და­ი­ხო­ცა ყვე­ლა, ახალ­გაზ­რდა, ჯან­სა­ღი ბი­ჭე­ბი” – ამ­ბობს ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე კორ­პუ­სის ბი­ნა­და­რი.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ გუ­შინ გვი­ან ღა­მით მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ცხედ­რე­ბი ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში დღეს დი­ლით აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

“ყა­ზტრანსგა­ზის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ღია კა­მე­რის ტი­პის წყლის გა­მათ­ბო­ბელ­მა, რის შე­დე­გა­დაც ბი­ნა­ში CO დაგ­როვ­და.

ამბები

დატოვეთ თქვენი კომენტარი