ზაზა სარალიძე: ,,დათოს დანის შიში ჰქონდა, კარტოფილს მარიამს ათლევინებდა”

ზაზა სარალიძე: ,,დათოს დანის შიში ჰქონდა, კარტოფილს მარიამს ათლევინებდა"თბილისში, ხორავას ქუჩაზე სადისტურად მოკლული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შვილის ხანმოკლე ცხოვრებაზე ,,კვირის პალიტრასთან” ემოციურად ყვება.

-წინა დღეებში დათოს კლასელებისთვის დაუსვამს კითხვები, რომ მოვკვდები, რამდენი კაცი მოხვალთ და თუ მიტირებთო. ალბათ ჰქონდა წინათგრძნობა.

დათოს დანის შიში ჰქონდა. კარტოფილს მარიამს (დათუნას და) ათლევინებდა, მერე თვითონ წვავდა. 25 ივლისს 18-ის გახდებოდა. ამბობდა, ან სპორტს გავყვები, ან ექიმი გამოვალო…

შეყვარებული იყო, ძალიან უყვარდა თანაკლასელი გოგონა და ხშირად ახსენებდა, ზრუნავდა მასზე. როცა პოლიციამ მისი ნივთები გადმომცა, მათ შორის საღეჭი რეზინის სტიკერიც იყო, ზედ გულები ეხატა. დათოს შეყვარებულმა გოგონამ მითხრა, ჩემი ნაჩუქარია და არ მეგონა, ამდენ ხანს გულისჯიბით თუ დაატარებდაო, – იგონებს ზაზა სარალიძე.

კვირის პალიტრა