იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა, ის გალიაში შიშველი შევარდა

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა, ის გალიაში შიშველი შევარდაიტალიაში შობის ღამეს საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა. ინციდენტი რეჯიო კალაბრიაში მოხდა.

იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა ცირკში უკანონოდ შეაღწია, გაშიშვლდა და ველური ცხოველის გალიაში შევიდა.

ვეფხვის თავდასხმის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, შემთხვევის დროს მამაკაცი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

როგორც ირკვევა, პაციენტი ჰოსპიტალში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. მოგვიანებით ის საავადმყოფოდან გაქცევას შეეცადა. მის გასაჩერებლად პოლიცია გამოიძახეს.

პირველი არხი