“ასორტის” ტორტებმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა! – დაუღალავი შრომით შექმნილი საკონდიტრო იმპერიის წარმატების ისტორია

"ასორტის" ტორტებმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა! - დაუღალავი შრომით შექმნილი საკონდიტრო იმპერიის წარმატების ისტორიადღესასწაულის განუყოფელი ნაწილია ტკბილეულობა და, რა თქმა უნდა, ტორტი, რომლის ვიზუალიც სადღესასწაულო განწყობის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გაიცანით არაერთი ხელოვნების ნიმუშის ავტორი, ჯადოსნური ტორტების შემქმნელი ნატა ცომაია და მისი ოქროს ბრენდი “ასორტი”, რომლის კულინარიულმა შედევრებმა სოციალური ქსელი ააფეთქა.

ბიზნესმენ თორნიკე ქებურიას საქორწინო ტორტის დაისმა და ჰორიზონტს მიღმა ნარინჯისფერი მნათობის გაუჩინარებამ გულგრილი არავინ დატოვა. “ასორტმა” 6 მეტრიანი, 500 კილოგრამიანი, 1000 ნაჭრიანი გრანდიოზული ტორტი ამ ბედნიერი წყვილისთვის ნათურებით გაანათა.

"ასორტის" ტორტებმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა! - დაუღალავი შრომით შექმნილი საკონდიტრო იმპერიის წარმატების ისტორიამანამდე იყო ბაგრატიონების ქორწილისთვის “ასორტის” 5 მეტრიანი ულამაზესი ტორტი, უამრავი დაუვიწყარი შედევრი. ნოემბერში კი “ასორტმა” ბერა ივანიშვილის ქორწილი დაამშვენა დახვეწილი, ელეგანტური და გრაციოზული ტორტით.

“ასორტი” ჩვენს ოცნებებს რეალობად რომ აქცევს, ეს იმ გაბედული, ენერგიული, უშიშარი, ნებისყოფიანი, მებრძოლი, ენთუზიაზმით სავსე ქველმოქმედი ქალბატონის დამსახურებაა, რომელმაც დაუღალავი შრომით შექმნა საკონდიტრო იმპერია. სიახლეების მაძიებელი, ორიგინალური იდეების სულისჩამდგმელი, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული ნატა ცომაია აფხაზეთიდანაა, წლების მანძილზე სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა, სადაც სამედიცინო განათლება მიიღო და პროფესიით ექიმი, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, კულინარიაში ლიდერი გახდა – უმაღლესი ხარისხი და დეტალებში განივთებული უზადო გემოვნება “ასორტის” სავიზიტო ბარათია.

წლების წინ აბაშიძის 80 ნომერში, მცირე ფართში დაწყებული საკონდიტრო ბიზნესი დღეს ყველასთვის საყვარელი კაფეტერიების ქსელის, “ასორტის”, სახელს ატარებს. მისი დამფუძნებელი, ქალბატონი ნატა ცომაია, ინტერვიუში გვიყვება მისი ბიზნესის წარმატების ისტორიას.

"ასორტის" ტორტებმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა! - დაუღალავი შრომით შექმნილი საკონდიტრო იმპერიის წარმატების ისტორიანატა ცომაია:

– პეტერბურგიდან 1994 წელს ჩამოვედი თბილისში და მივხვდი, რომ უმოქმედოდ ყოფნა არ შემეძლო. ყოველთვის კარგ კულინარად ვითვლებოდი და ჩემი ოჯახის ახლობელმა ლალი გეგიამ შემომთავაზა, ვაკეში თავისი სახლის პირველ სართულზე თავისუფალ ფართში დამეწყო ნებისმიერი საქმე და ასე მოვხვდი ამ სფეროში.

– ცნობილი ბიზნესმენის, თორნიკე ქებურიას, ქორწილს “ასორტის” უზარმაზარი და საოცრად ლამაზი ტორტი ამშვენებდა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორ მზადდებოდა და რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ამ საოცარი ტორტის შექმნის პროცესი?

– ამ შემთხვევაში ქორწილს აკეთებდა ძალიან ძლიერი ივენთკომპანია “Eმუტფკე”-ი, რომელსაც ჩვენთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. “ასორტს” აქვს ყველა ის პირობა, რაც კომფორტს უქმნის დამკვეთს.

"ასორტის" ტორტებმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა! - დაუღალავი შრომით შექმნილი საკონდიტრო იმპერიის წარმატების ისტორიახუთმეტრიანი ტორტი, რომლის ქვედა დიამეტრი მეტრნახევარი იყო, რამდენიმე იარუსისგან შედგებოდა. ის 4 მანქანით წავიღეთ. ტორტის დასადგმელად გავაკეთეთ სპეციალური მაგიდა, რომელიც მის სიმძიმეს გაუძლებდა. ბევრი ადამიანი მუშაობდა მის აწყობაზე. ჩვენი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მსგავს სირთულეებს უპრობლემოდ გავართვათ თავი.

– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

– თუ მე რამეს მივაღწიე ცხოვრებაში, ყველაფერს საკუთარი ფიზიკური შრომით. “ასორტი” ჩემი ერთადერთი შემოსავალია და ჩემი შვილები მეუბნებიან, ჩვენზე მეტად გიყვარსო. შვილს რომ გააჩენ და გაზრდი, ისეთი განცდა მაქვს “ასორტის” მიმართ. მე არც ვინმეზე ჭკვიანი ვარ და არც სხვაზე მეტი შემიძლია, უბრალოდ, ძალიან შრომისმოყვარე ვარ და მაქვს სწრაფვა სრულყოფილებისაკენ. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ, მინიმალური და მაქსიმალური ღირებულების საქმეს ერთნაირი პასუხისმგებლობით ვუდგები.

"ასორტის" ტორტებმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა! - დაუღალავი შრომით შექმნილი საკონდიტრო იმპერიის წარმატების ისტორია– რამდენად მომგებიანია თქვენი ბიზნესი და სახელმწიფოს მხრიდან თუ გაქვთ ხელშეწყობა?

– ჩვენი განვითარება, პირველ რიგში, სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” დამსახურებაა, რადგან სწორედ მისი დახმარებით მოვახერხეთ საკმაოდ დიდი საკონდიტრო საწარმოს აშენება. გარდა ამისა, გვაქვს 7 ფილიალი, მაგრამ მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ და გაფართოებას ვგეგმავთ. ბიზნესში მთელი ოჯახი ვართ ჩართული. ჩემმა შვილმა, რომელმაც გერმანიაში, ბრემენის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და პოლიტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სულ სხვა გეგმები ჰქონდა, უარი თქვა თავის გეგმებზე და ჩვენ შემოგვიერთდა.

– ძალიან მომთხოვნი ხართ და საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება გაქვთ თანამშრომლების მიმართ.

– 120 თანამშრომელი მყავს და მეც მათთან ერთად ვმუშაობ ყოველდღიურად. არასოდეს მეთაკილება შრომა და არც იმის ამბიცია მაქვს, რომ ვინმეს უფროსი ვიყო. ძალიან მომთხოვნი ვარ, პირველ რიგში, ჩემი თავის მიმართ და მერე, რა თქმა უნდა, გარშემომყოფების. რასაც ვაკეთებ, მინდა, ყველაფერი სრულყოფილი იყოს და ამისთვის არასდროს ვიშურებ ძალ-ღონეს.

მიყვარს ნიჭიერი და მონდომებული ხალხი. როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს აქვს ინტერესი, ყოველთვის მზად ვარ, უსასყიდლოდ გავუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– მუდმივად შემეცნების და ახლის ძიების პროცესში ვართ, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად განვითარებას ვაპირებთ. ვგეგმავთ სკოლის გახსნას, სადაც მსურველებს ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას გავუზიარებთ.

ნინო სიხარულიძე, სარკე