შემწვარი გოჭის ტორტი – ხაშურელმა კონდიტერმა უცნაური შეკვეთა მიიღო

შემწვარი გოჭის ტორტი - ხაშურელმა კონდიტერმა უცნაური შეკვეთა მიიღოხაშურელმა კონდიტერმა, მარი კიკნაძემ, უცნაური შეკვეთა მიიღო – მას შემწვარი გოჭის ფორმის ტორტის გამოცხობა სთხოვეს. კონდიტერმა თხოვნა შეუსრულა, შედეგმა კი ყველა აღაფრთოვანა. ,,ყველაზე ნაზ და სათუთ გოგოს” – ასე აწერია ტორტს.

,,17-ში ვასრულებდი სამუშაო გრაფიკს, მოულოდნელად ამის გაკეთება რომ მთხოვეს. ვძლიე ყველანაირ დაღლილობას და შედეგით ბედნიერი ვარ.
პ.ს. შარშან ხინკალ-ტორტი წაიღო ამის პატრონმა, დაგელოცოს მადა…”, – დაწერა მარი კიკნაძემ და შემწვარი გოჭის ტორტის ვიდეო გამოაქვეყნა.

https://www.facebook.com/100008148258309/videos/2216877571927163/?t=0