მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის დედა, ქალბატონი ციალა ბეჟაშვილი, ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელშიც წერია, თუ რა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი.
– მითხრეს, თუ გინდათ, ნუ იტყვითო, მაგრამ რა მაქვს დასამალი?! ფსიქოტროპულ წამალს რომ სვამდა, არაფრით შეიძლებოდა, ამ დროს სასმელი დაელია. დილით წამალს სვამდა, საღამოს სასმელს. სულ ვეუბნებოდი, არ შეიძლება და ნუ სვამ-მეთქი. გულმა ვეღარ გაუძლო.
– რომელ მეგობართან იყო მისული დოლიძის ქუჩაზე, სადაც ის გარდაცვლილი ნახეს?
– მეგობართან არ იყო და ვისთან იყო, დღემდე არ ვიცი. ქუჩაში შეიძლებოდა ვინმე შეხვედროდა, ეთქვა, წამო ჩემთან, დავლიოთო და გაჰყოლოდა… ორგანიზმი ამდენი წამლითა და სასმელით მოწამლა. წამალს რომ დალევდა, მხოლოდ ორ საათს თუ იძინებდა. მერე ეღვიძებოდა და შფოთავდა…
– რაიმე წინათგრძნობა ხომ არ გქონდათ?
– გარკვეული განცდა მხოლოდ იმ დღეს მქონდა. საღამოს ტელევიზორს ვუყურებდი და იცით, რა დამემართა? თითქოს სავარძელი დავიწროვდა და ვეღარ დავეტიე. ცოტა ხანში სადარბაზოდან მისი სიმღერის ხმა შემომესმა. კარიც გავაღე, მაგრამ შევცდი, ზუზუ არ იყო… არავინ მღეროდა, ზაზას ხმა მე შემომესმა. 5-6-ჯერ მაინც გადავიხედე ფანჯრიდან, რადგან ზაზას ხმა მესმოდა, ვითომ მღეროდა. კონფლიქტური არ იყო დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი მოხდებოდა, მაგრამ იმ ღამეს ფანჯარას ვერ მოვშორდი…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ “სარკის” მიმდინარე ნომერში