ქუთაისში ხალხი პანიკაშია, ქარმა 60 სახლს სახურავი გადახადა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იმერეთში ქარმა 60 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, 25 ხე წააქცია და 5 ავტომანქანა დააზიანა.

რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი.

ქუთაისში ხალხი პანიკაშია, რადგან ღამით ქარის გაძლიერებას ელოდება.