კესარია აბრამიძე “მის ტრანს ვარსკვლავი 2018”-ის პირველ ოთხეულში მოხვდა

კესარია აბრამიძე “მის ტრანს ვარსკვლავი 2018”-ის პირველ ოთხეულში მოხვდაკონკურსში “მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილე ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე, ნახევარფინალში გავიდა, თუმცა, გამარჯვება ვეღარ მოიპოვა.

ნახევარფინალში კესარიასთან ერთად კუბის, ბრაზილიის, ანგოლას, ტაილანდისა და ფილიპინების წარმომადგენლები გავიდნენ.

საბოლოოდ, კონკურსში ფილიპინების წარმომადგენელმა გაიმარჯვა.

რიგით მეშვიდე “მის ტრანს ვარსკვლავი 2018”-ის ფინალი 3 ნოემბერს, ბარსელონაში ჩატარდა. კონკურსში 21 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველოს წარმომადგენელმა ამ კონკურსში პირველად მიიღო მონაწილეობა.

ნიუპოსტი