დაიბრუნა თუ არა მანიკა ასათიანმა მოპარული ნივთები

რამდენიმე თვის წინ მოდელისა და ტელეწამყვანის, მანიკა ასათიანისა და კალათბურთელ ბექა წივწივაძის სახლი გაქურდეს. დაიბრუნა თუ არა ნივთები, ამ კითხვაზე მანიკამ ,,სარკეს” უპასუხა.

— უსიამოვნო ამბავი უნდა შეგახსენოთ. რამდენიმე თვის წინ თქვენი ბინა გაძარცვეს. დაიბრუნეთ ნივთები ან რა ეტაპზეა გამოძიება?

– ამ მიმართულებით არაფერია სიახლე. ჩემი ნივთები, რაც სახლიდან წაიღეს, შერჩათ და არც დამნაშავე დაუჭერიათ.

— გამოძიება შეჩერდა?

– სიმართლე გითხრათ, თავიდან ამ ამბავს აქტიურად ვკითხულობდი და ჩაბმულიც ვიყავი. გამოძიება რომ წინ არ მიდის, მეც დავანებე თავი. აზრი არ აქვს, რასაც ვერ გაიგებ, ვერ გაიგებ.

მარი მგალობლიშვილი, სარკე