ამირან შალიკაშვილს მის მიერ დაარსებული თეატრიდან გაასვენებენ

საქართველოში პანტომიმის თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი და მსახიობი ამირან შალიკაშვილი ხანგრზლივი ავადმყოფობის შემდეგ 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამირან შალიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდები საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრში – სამშაბათს და ოთხშაბათს 16:00 საათზე გაიმართება. რეჟისორს მის მიერ დაარსებული თეატრიდან ხუთშაბათს 14:00 საათზე გამოასვენებენ.