ზაზა სარალიძის დედა: ,,ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ”

ზაზა სარალიძის დედა: ,,ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ"ზაზა სარალიძის დაკავების შემდეგ პარლამენტის შენობის წინ მისი დედა, მარინა ბეგაძე მივიდა და განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს და მიუხედავად მისი შვილის დაკავებისა, აქცია კვლავ გაგრძელდება.

-მართალია, ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ, ზაზა მარტო არ არის. მე ვაგრძელებ დღეიდან ყველაფერს იმას, რასაც ზაზა აკეთებდა. ყველანაირად ჩავერთვები აქციაში. ზაზას მხარს ყოველთვის უმაგრებდა ჩვენი ოჯახი და ახლაც გავაგრძელებთ ასე, – განაცხადა ზაზა სარალიძის დედამ.

ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს.