ოპერაცია ხეჩინაშვილის კლინიკაში არ გაკეთებულა – გოგონა, რომელიც გლანდების ოპერაციამ იმსხვერპლა, სხვა კლინიკის პაციენტი იყო

თბილისში გლანდების ოპერაციას მეორეკლასელი გოგონას, ნინო ვადაჭკორიას, სიცოცხლე ემსხვერპლა. დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა და სოციალური ქსელები მოიცვა.

ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ოპერაცია ხეჩინაშვილის კლინიკაში გაკეთდა, თუმცა დღეს გაირკვა, რომ გოგონა სულ სხვა საავადმყოფოს პაციენტი იყო.