თმის ცვენას კარგად აჩერებს კრაზანას სპირტიანი ნაყენი:
აიღეთ 10 გრამი მშრალი კრაზანას ყვავილები, დაასხით 90 მლ არაყი (მშრალი თმისთვის) ან სპირტი (ცხიმიანი თმისთვის). გააჩერეთ 1 კვირა, გადაწურეთ და შეინახეთ მინის დახურულ ჭურჭელში. ამ ნაყენით უნდა გაიწმინდოთ თავის კანი კვირაში 2-ჯერ.
შეგიძლიათ თაობების ნაცადი კვერცხიც გამოიყენოთ:
აიღეთ 2 კვერცხის გული, აურიეთ 50 მლ წყალში, დაუმატეთ 100 მლ არაყი და 5-8 მლ ნიშადურის სპირტი. ეს ნარევი უნდა შეიზილოთ თმის ძირებში, ამის შემდეგ კი დაიბანოთ ცხელი წყლით.
რამდენიმე კვირაში წყდება თმის ცვენა და ახალი ამოდის.
საბა სინაურიძე, ქუთაისი, მკურნალი.ჯი