ჯორჯ ბუშის ქალიშვილი დაოჯახდა

ჯორჯ ბუშის ქალიშვილი დაოჯახდააშშ-ს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯორჯ ბუში უმ­ცრო­სის ქა­ლიშ­ვი­ლი, ბარ­ბა­რა ბუში, და­ო­ჯახ­და. მისი რჩე­უ­ლი სცე­ნა­რის­ტი ქრე­იგ კო­ი­ნია.

სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნია კვი­რას, მა­ინ­ში, ბუ­შე­ბის სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ის ეზო­ში გა­ი­მარ­თა და მას წყვი­ლის ოჯა­ხის 20 წევ­რი ეს­წრე­ბო­და. წვე­უ­ლე­ბა რო­მან­ტი­კულ და ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­და, ბუ­შე­ბის სახ­ლის ეზო ოკე­ა­ნეს გა­დაჰ­ყუ­რებს და წვე­უ­ლე­ბის სტუმ­რე­ბი ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი­თაც ტკბე­ბოდ­ნენ.

36 წლის პა­ტარ­ძა­ლი მა­მამ მი­ა­ცი­ლა ხელ­მო­წე­რის ად­გი­ლამ­დე. წყვილ­მა ფიცი ოჯა­ხის წევ­რე­ბის თვალ­წინ წა­ი­კი­თხა. ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბო­და 94 წლის ჯორჯ ბუში უფ­რო­სიც.

პა­ტარ­ძალს დი­ზა­ი­ნერ ვერა ვონ­გის კაბა ეცვა.

ქრე­იგ­მა ბარ­ბა­რას ზა­ფხულ­ში, ბუ­შე­ბის სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ყოფ­ნის დროს ზუს­ტად იმ ად­გი­ლას სთხო­ვა ხელი, სა­დაც 75 წლის წინ ბარ­ბა­რას ბე­ბია და ბა­ბუა – ჯორჯ ბუში უფ­რო­სი და ბარ­ბა­რა ბუში და­ი­ნიშ­ნენ.

ამბები.ჯი