ირინა გორგოძე – თქვენი სილამაზის სამსახურში

ირინა გორგოძე – თქვენი სილამაზის სამსახურშიესთეტიკური მედიცინის  ცენტრ “დერმამ”  5 წლის იუბილე ახლახან აღნიშნა. ის ღირსეულად იკავებს ერთ-ერთ   საუკეთესო ადგილს ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს შორის. ”დერმას” მთავარი სპეციალისტი ექიმი კოსმეტოლოგი ირინა გორგოძე კი პროფესიონალიზმის საიდუმლოს გაგვანდობს

-რატომ აირჩიეთ ექიმის პროფესია ?

-ექიმის პროფესია დიდი ხნის წინ ავირჩიე და ზურგს მრავალი წლის გამოცდილება მიმაგრებს. 1978 წელს მოვეწყვე  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პედიატრიის ფაკულტეტზე, ბავშვები ძალიან მიყვარს და ეს გადაწყვეტილება ამანაც განაპირობა.  შემდეგ დავამთავრე ორდინატურა.  ამას მოჰყვა მცირე პაუზა, რადგან შემეძინა ბავშვი.  გარკვეული პერიოდის შემდეგ  გავიარე საკვალიფიკაციო კურსები და ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს ვმკურნალობდი.

2000 წლიდან კი იწყება ჩემი ამ სფეროში მოღვაწეობა. გავიარე სპეციალური მოსამზადებელი კურსები და ახლა ვარ პირველი კატეგორიის სერტიფიცირებული ექიმი. მინდა გითხრათ, რომ თავიდან ვორჭოფობდი, არ ვიცოდი, მინდოდა თუ არა ამ განხრით მუშაობა, საბოლოოდ კი დავრჩი ამ სფეროში და აგერ უკვე 17 წელია ეთსეტიკურ მედიცინაში ვმოღვაწეობ.

ესთეტიკურi მედიცინა ძალიან პერსპექტიული და სწრაფად განვთარებადი დარგია, ამასთანავე ძალიან საინტერესოა. დღესდღეისობით მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით  და არა მარტო მე, არამედ ჩემი პაციენტებიც.

-ვის ეკუთვნის ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „დერმას“ შექმნის იდეა?

-„დერმას“ შექმნის იდეა მე და ჩემს კოლეგებს გვეკუთვნის. ჩვენ მანამდე სხვა კლინიკაში ვმუშაობდით და ამის შემდეგ გადავწყიტეთ, შეგვექმნა ჩვენი კლინიკა.  „დერმა“ 2012 წელს დავაარსეთ მე და ჩემმა შვილმა. ,,დერმაში“ მუშაობენ  ჩემი კოლეგები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ჩემთან გაეგრძელებინათ თანამშრომლობა. ამჟამად კლინიკის დირექტორი არის ჩემი შვილი სალომე სურგულაძე. მიუხედავად მცირე დროისა, ჩვენი კლინიკა საკმაოდ წარმატებული და ცნობილია.

-მოგვიყევით ამ სფეროში თქვენი მიღწევების შესახებ.

-ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა არის პაციენტების მხრიდან გამოცხადებული ნდობა, როდესაც პაციენტი წლების მანძილზე თანამშრომლობს შენთან, არ გტოვებს, გენდობა და კმაყოფილია გაწეული მომსახურებით, ესაა ჩვენი ყველაზე დიდი სიხარულის წყარო და დასტური იმისა, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ახალი პაციენტები ჩვენ ყოველთვიურად გვემატება, ერთ კმაყოფილ პაციენტს შემდეგ სხვა მოჰყავს და ასე შემდეგ.

ამიტომაც ჩვენ არასდროს ვეწევით დიდ სარეკლამო კამპანიას, ჩვენი ყველაზე დიდი რეკლამა ჩვენი კმაყოფილი მომხმარებელია. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ესთეტიკური სამედიცინო პროცედურების პირდაპირ ეთერში ჩატარებას, რასაც სხვა ესთეტიკის ცენტრები აკეთებენ, ესაა ანტისეპტიკის ყოველგვარი ნორმის უგულებელყოფა. ჩვენი კლინიკის წარმატების მთავარი მიზეზი მაღალკვალიფიციური მედპერსონალია. ესენი არიან არამხოლოდ ექიმები, არამედი კლინიკაში მომუშავე თითოეული ადამიანი, რომელთა თავიანთ პოსტზე დაუღალავი მუშაობის შედეგია კლინიკის წარმატება. მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულს მადლობა გადავუხადო.

წარმატების კიდევ ერთი ფაქტორია  თანამედროვე ტექნიკური ბაზა და მაღალი ხარისხის აპარატურა. ჩვენ გვაქვს ორი ლაზერის აპარატი, რომლებიც თავიანთ დარგში საუკეთესოებად ითვლება. შეიძლება აპარატურა გქონდეს უმაღლესი ხარისხის, მაგრამ მედპერსონალი იყოს დაბალკვალიფიციური და აპარატურას აღარ ჰქონდეს კარგი შედეგი ან პირიქით, ჩვენ შემთხვევაში კი ეს ორი ნაწილი ერთმანეთს აბალანსებს და პაციენტებიც მუდამ კმაყოფილნი არიან.

-რა სიახლეები იგეგმება თქვენს კლინიკაში?

-ეს არის დარგი, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, „დერმა“ ყოველთვის ფეხს უწყობს სიახლეებს. ჩვენ როდესაც ვიწყებდით ასპარეზზე გამოსვლას, მაშინ სულ სხვა გარემო იყო, რეალურად მხოლოდ რამდენიმე კლინიკა მუშაობდა ამ პროფილით, ახლა კი ვერც  დათვლით, იმდენი სალონია. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს და ვთვლი, რომ ეს სფერო სერიოზულ მიხედვას საჭიროებს,  რათა ელემენტარული ნორმები მაინც იყოს დაცული.  აქედან გამომდინარე, კონკურენციაც იზრდება და ფეხი თუ არ აუწყვე დროს და არ იდექი შენს სიმაღლეზე, ვერ შეძლებ იმუშაო და იყო მიმზიდველი მომხმარებლებისთვის.

-რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა „დერმა“?

-ჩვენს ექიმებს კარგად იცნობენ თბილისში, ჩვენი ლაზერო თერაპევტები იდგნენ სათავეში, როდესაც ვითრდებოდა ეს დარგი, მათი მოწაფეები არიან ახლა სპეციალისტები ესთეტიკურ მედიცინაში.

შემდგომი მიზეზი არის უმაღლესი ხარისხის აპარატურა და საუკეთესო პრეპარატები, რომლებიც ძირითადად  ამერიკული და ვროპული ბრენდების ნაწარმია.

დაბოლოს, მთავარი მიზეზი ჩვენი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელია, რომლის რაოდენობაც დიდია და ყოველთვიურად იზრდება. ეს ჩვენი დიდი გამარჯვებაა.

-დაბოლოს, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

-თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ გამაჩნია  ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო, თუმცა  მაინც ვახერხებ, შვილიშვილებს დავუთმო ჩემი დროის თავისუფალი ნაწილი. ლუკასთან და ტასოსთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს.