ზაზა სარალიძე: ,,მემუქრება ქალბატონი ბესელია, ჩემი შიში  ჩემს შვილს ჩავაყოლე მიწაში”

ზაზა სარალიძე: ,,მემუქრება ქალბატონი ბესელია, ჩემი შიში  ჩემს შვილს ჩავაყოლე მიწაში",,ვაფრთხილებ, ზღვარს ნუ გადადის” – ასე მიმართა ფეისბუქით ,,ოცნების” დეპუტატმა ეკა ბესელიამ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს. მის ამ ,,გაფრთხილებას შვილმოკლულმა მამამ ასე უპასუხა:

-პირდაპირ მემუქრება ქალბატონი ბესელია, იმდენს ვერ ხვდება, რომ არავისი მეშინია, არც ბესელიების, არც კობახიძეების. ჩემი შიში  ჩემს შვილს ჩავაყოლე მიწაში, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილმა თავისი შიში თავის შვილს ჩააყოლა მიწაში. მანამდე ვიბრძოლებ, სანამ ჭეშმარიტება არ აღდგება.