თინა მახარაძე გენიტალიებზე საქართველოს დროშით – სკანდალური ფოტო, რომელმაც ხალხი აღაშფოთა

თინა მახარაძე გენიტალიებზე საქართველოს დროშით - სკანდალური ფოტო, რომელმაც ხალხი აღაშფოთა,,ეს არ არის ჰოლივუდი” –  წერს ინსტაგრამზე მსახიობ თინა მახარაძის მეგობარი ფოტოზე, სადაც მსახიობი საცვლის გარეშეა, გენიტიალებზე კი საქართველოს დროშა აქვს აფარებული.

თინა მახარაძე ამერიკაში, ნიუ იორკში სასწავლებლად არის წასული, სადაც რეჟისორის პროფესიას ეუფლება.

თავის დროზე მის ამერიკაში გამგზავრებაზე დიდი სკანდალი ატყდა, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ბიუჯეტს და გადასახადების გადამხდელებს მინიმუმ ათეულობით ათასი ლარი უჯდებათ.

მას სწავლასა და ცხოვრებაში წელიწადში სულ მცირე – 55 000 დოლარი სჭირდება. ამ თანხის საგრძნობი ნაწილი სწავლის გადასახადია და სწორედ ამ სასწავლო გადასახადს აფინანსებს ,,განათლების საერთაშორისო ფონდი”, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება და მთავრობის დაქვემდებარებაშია.

თინა მახარაძეს ნიუ იორკში ცხოვრებისთვის და სწავლისთვის საჭირო მთლიანი თანხა დაუფინანსეს. ჯამში, მას სახელმწიფომ 150 000 დოლარზე მეტი გამოუყო სამი წლის ვადით.

სოციალურ ქსელში მსახიობის ფოტოს დიდი აღშფოთება მოჰყვა. წერენ, რომ უამრავ ბავშვს სჭირდება დახმარება, ჩვენს ქვეყანაში წამლის, პურის გარეშე უამრავი ადამიანია, სახელმწიფო კი მსახიობის სწავლაში უზარმაზარ თანხას იხდის.