ნანკა კალატოზიშვილი: ,,ყველაზე მეტად ამას დანი ელოდება”

ნანკა კალატოზიშვილი: ,,ყველაზე მეტად ამას დანი ელოდება"ნანკა კალატოზიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტოები გააზიარა, სადაც ლურჯი ფერის აფრიკული ნაწნავები აქვს.

როგორც აღმოჩნდა, სოსო ბლიაძე ახალ ფილმს იღებს, რომელშიც ეპიზოდურ როლს თამაშობს და სწორედ ამ როლისთვის გაუკეთეს ახალი ვარცხნილობა. გადაღებების დასრულებას ელოდება, რომ ვარცხნილობა დაიშალოს.

-ყველაზე მეტად ამას დანი ელოდება, თავად უნდა, რომ დამიშლოს, – ამბობს მსახიობი.

ნანკამ აღნიშნა, რომ ამ ვარცხნილობის გაკეთებას 5 საათი დასჭირდა.

-თვეები როგორ დადიან ამით, არ ვიცი. ლურჯი ფერი ძალიან მომწონს, მაგრამ თვითონ თმა ძალიან მძიმეა ჩემთვის… ეს თმა არც არის, ლურჯი და ალაგ-ალაგ ცისფერი ფერის ძაფებით ჩემსავე თმაშია ჩაწნილი. ერთი კვირით მაქვს და ვერთობი, – ამბობს მსახიობი.

ფორტუნა.ჯი