,,ერთ-ერთმა რაიანს უთხრა, რა თვალებით მიყურებ, შენც ხო არ გინდა არაყიო და პირში ძალით ჩაასხა” – 19 წლის მწყემსი მკვლელობის დღეს ,,სარკესთან” იხსენებს

,,ერთ-ერთმა რაიანს უთხრა, რა თვალებით მიყურებ, შენც ხო არ გინდა არაყიო და პირში ძალით ჩაასხა" - 19 წლის მწყემსი მკვლელობის დღეს ,,სარკესთან” იხსენებსსმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური ჟურნალ ,,სარკესთან” დუმილს არღვევს და მკვლელობის დღეს დეტალურად იხსენებს.

-4 ივნისს დაკარგული ცხვრის საძებნელად ვიყავი წასული. გადავწყვიტე, მებანავა ჩანჩქერზე. ამ დროს ჩემთვის უცნობმა ორმა პიროვნებამ მუქარისა და იძულების ფონზე  მომთხოვა წყლიდან ამოსვლა და გაყოლა.

გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მივედით იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა სმიტების ოჯახი. მათთან ერთად იყო კიდევ 5 მამაკაცი.

უცხოელი მამაკაცი (რაიან სმიტი) მუხლებზე ჰყავდა დაჩოქილი და ჩემთვის გაურკვეველ თემებზე ესაუბრებოდნენ.

უცნობმა პიროვნებამ რაიან სმიტი ფეხზე წამოაყენა და ფეხის (წვივის) არეში ჩაარტყა ფეხსაცმლის წინა ნაწილი, რაზედაც ტკივილისგან დაიყვირა და დავარდა მუხლებზე. შემდგომაც დაჩოქილს რამდენიმე დარტყმა მიაყენეს, მათ შორის მუცელში და გულმკერდის არეში.

ერთ-ერთ პიროვნებას ბოთლი ეჭირა ხელში და რაიანს უთხრა, რა თვალებით მიყურებ, შენც ხო არ გინდა არაყიო და პირში ძალით ჩაასხა სითხე, ოღონდ არ ვიცი, ეს არაყი იყო თუ წყალი, – ამბობს მალხაზ კობაური.

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ჟურნალ სარკის მიმდინარე ნომერში