ზუზუ მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს

ზუზუ მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალესმსახიობი ზაზა ბეჟაშვილი, იგივე ზუზუ, თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი ნაძალადევში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართა.

ნანა ფაჩუაშვილი თავის უმცროს კოლეგას იხსენებს:

-როცა ვკარგავთ ადამიანებს, მერე ვაცნობიერებთ, რომ თურმე უყურადღებოდ ვიყავით. მგონი, გადავჯიშდით. ეს ადამიანი შევიყვარე თავისი ნიჭიერებით. არაჩვეულებრივი შინაგანი კულტურა ჰქონდა, აღზრდილი იყო სხვანაირად და ამიტომ იყო განსაკუთრებული.

მეხვეწებოდა, იქნებ რამე იყოს იმ პატარა თეატრში, სადაც მე თეატრის ხელმძღვანელი ვარ (,,თეატრი ათონელზე), მაგრამ ეს არ იყო ჩემზე დამოკიდებული, ეს იყო რეჟისორებზე დამოკიდებილი. სულ ხინჯად მქონდა, რომ ვერ ვეხმარებოდი.